
დაამარცხა რა "კამპ ნოუზე" ბილბაოს "ატლეტიკი", ანგარიშით 3:1, "ბარსელონა" ოცდამეშვიდედ გახდა ესპანეთის თასის მფლობელი.
აღსანიშნავია მატჩის პირველი გოლი, რომელიც ლეონელ მესიმ გაიტანა. მან მოწინააღმდეგე გუნდის ოთხი ფეხბურთელი მოატყუა და ბურთი დაბალ კუთხეში დაარტყა.