საქართველო ნატო-ს ავღანეთიდან ტვირთების გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით სთავაზობს

Image

საქართველო ნატო-ს ავღანეთიდან ტვირთების გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით სთავაზობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნატოს მინისტერიალზე ISAF-ის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ISAF-ის შეხვედრაზე მან ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა. როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ამჟამად, საქართველო ავღანეთში 1700-მდე სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი და 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთში საკუთარ კონტრიბუციას. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე და ალიანსის ავღანეთიდან ტვირთების უკუ-ტრანზიტისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი შესთავაზა. "ჩვენ ამ საკითხზე ყოველთვის ვსაუბრობთ ნატოელ პარტნიორებთან. პირველად ეს ინიციატივა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. ინტერესი ამ სარკინიგზო მონაკვეთის მიმართ ძალიან დიდია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა ამის შესახებ საკუთარ გამოსვლაში. ანუ ეს არის სამი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, რომელიც ნატო-სთვის შეიძლება იყოს საინტერესო. როდესაც 2014 წლის შემდეგ დაიწყება ავღანეთიდან სამხედრო შენაერთების გაყვანა და სამხედრო ტვირთების გამოტანა, ეს არის უმოკლესი და შეღავათიანი გზა. ამიტომ, ეს დადებითად იქნა აღქმული დღევანდელ შეხვედრაზეც. დარწმუნებული ვარ, ეს წინადადება მისაღები გახდება ნატო-სთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალში მიიღო მონაწლეობა. მაია ფანჯიკიძე ISAF-ის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !