ქირურგი გოგი ხუციშვილი: ეს საყოველთაო დაზღვევა კი არა, საყოველთაო ბიზნესი და აფიორაა

Image

ქირურგი, "მედიკოსთა ლიგის" თავმჯდომარე გოგი ხუციშვილი "ალიასთან" საუბარში ამბობს, რომ "საყოველთაო დაზღვევა" კი ჟღერს კარგად და ლამაზად, მაგრამ სინამდვილეში ეს აფიორა და საყოველთაო ბიზნესია. 

 

"...ეს დაზღვევა არის დიდი სამედიცინო ბიზნესი: უწყვეტად შესდით თანხა კლინიკებს, სახელმწიფოსაც და კერძოსაც თანაბრად და პარალელურად მოსახლეობაც ამატებს გარკვეულ ნაწილს და მათ ამით მიიღეს სერიოზული თანხები.

 

ახლა აგიხსნით, რატომაა ბიზნესი: თუ ავად გახდით, მაგრამ ფული არ გაგაჩნიათ, ან ვინმემ ფული თქვენზე არ გამოყო, არც ერთი კლინიკა არ მოგემსახურებათ, მაგრამ თუ მოგემსახურათ, თქვენი დაავადებიდან იმდენ ფულს ამოიღებენ, რომ ამით კლინიკასაც ინახავენ, გადასახადებსაც იხდიან და მეპატრონესაც რჩება.

 

დღეს ჩვენ ვართ უღატაკესი ქვეყანა, ხალხი მათხოვრობს, ნაგავში იქექება, მაგრამ სამედიცინო სფეროს ათასობით ფული მისდის და საიდან? სახელმწიფოდან და ვისია ეს ფული? ისევ ჩვენი! ანუ სახელმწიფომ თავისი სახელმწიფო კლინიკების უდიდესი ნაწილი გააჩუქა კაპიკებში და ახლა ამ კერძო მფლობელს აძლევს ფულს, გამდიდრდიო!

 

ის კლინიკები, ვინც სადაზღვევო სისტემაში არიან, ძალიან ხეირობენ და ამ სისტემაში მოხვედრა ხომ ჩაწყობით ხდება და ასეთი კლინიკის პატრონი ადამიანი აუცილებლად არის, ასევე, სამინისტროს ახლობელი, ფული კი შედის და შედის. ამ დროს ამბულატორიული მკურნალობა მთლიანად ჩავარდნილია და არანაირი პრევენცია არ ხდება!";

 

"დღეს კეთდება უძლიერესი ოპერაციები, ხელოვნურ სახსრებსა და ორგანოებს უდგამენ ადამიანებს, მაგრამ ეს ყოველთვის კი არ უნდა გაკეთდეს? არამედ უიშვიათეს შემთხვევებში და როდის, იცით? როცა ავადმყოფმა (დამარცვლით) ყველა საშუალება მკურნალობისა ამოწურა, დაავადება კი პროგრესირებს და სხვა გზა არ არის!

 

ჩვენთან კი რა ხდება? გამოიკვლიეთ სტატისტიკა: გაუგებარია, ყველა როგორ არის მწვავე შემთხვევა? პირდაპირ ასეთ ოპერაციებზე რატომ გადადიან? იმიტომ, რომ ფული ამოიღონ ავადმყოფიდან! თან, რადგანაც მედიცინა ბიზნესია, მიდის კონკურენცია ავადმყოფებზე, რომელ ექიმს მეტი შეხვდება და მეტი არაფერი! არის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც პირდაპირ არის ჩვენება: "ჩეპე" უნდა იყოს...";

 

"ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მედიცინა და გეტყვით, რატომ: მაშინ არსებობდეს კერძო პოლიცია და კერძო პროკურატურა, რატომ არა? რატომ არის ის ცენტრალიზებული სისტემა? და ადამიანის სიცოცხლე? მე სახელმწიფოს უფრო ვანდობ ჩემს სიცოცხლეს, თუ შპს-ს? მაგრამ სახელმწიფოს ეს ბერკეტი უკვე არ აქვს და ისე გიშვებს შპს-ში, რომ არც დაგეკითხა!

 

და ეს ჩვენი საყოველთაო დაზღვევა კი ჟღერს ლამაზად, მაგრამ ისევ და ისევ საყოველთაო ბიზნესია, რომელიც ნახევარს გინაზღაურებს, მაგრამ ძალიან ბევრიც მიაქვს და სინამდვილეში ეს არის შემოპარული და შემოგდებული ტერმინი, მაგრამ ხალხი ვერ ხვდება.

 

ამ დროს შენ მე მითხარი, რა დაავადება მოსპე? მითხარი, ოპერაციის შემდეგ იმ ავადმყოფს სჭირდება თუ არა სამედიცინო დახმარება? მითხარი, ის ავადმყოფი ასე ცუდად რომ იყო, გამოსწორდა მისი მდგომარეობა და აღარ აქვს პრობლემები? მაშინ გეტყვი, ვინ ხარ!

 

ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ქართველი ერი კვდომად ერებშია შეყვანილი და ამ ფონზე ჩვენს მედიცინას შესაქები ნამდვილად არაფერი სჭირს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გადასცა მინისტრს ორდენი, ეტყობა, თავად პრეზიდენტიც ვერ ერკვევა, რა ხდება...", ამბობს ქირურგი "ალიასთან" ინტერვიუში. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !