
აშშ-ში შეხვედრებს გამართავს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გეგმავს, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. ასევე მიწვეულია ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნაზე. მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ ფორუმში. დაგეგმილია მისი შეხვედრა სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთანაც, რომელიც ამ რანგში პირველად შეხვდება
პრეზიდენტ სააკაშვილს. უახლოეს მომავალში ამერიკაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც იგეგმება.