"პანორამა თბილისი" - მანიაკალური მეგაპროექტი

Image

მინის შენობები, სასტუმროები, საკონფერენციო დარბაზები, საბაგიროები და რა თქმა უნდა აკვარიუმები იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დედაქლაქში სამ წელიწადში უნდა განხორციელდეს.

 

პანორამა თბილისის პოპულარიზაციისთვის ნახევრასაათიანი ფილმიც შეიქმნა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი ამ პროექტის მოწინააღმდეგეებისთვის.

 

ივანიშვილის მილიარდიანი პროექტი ისევ სადაოა და ურბანისტების და არქიტექტორების პოზიციები კვლავ ორად არის გაყოფილი.

 

იმ სპეციალისტების კრიტიკას, რომლებიც პანორამა თბილისის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ფილმში საკმაოდ ვრცელი დრო ეთმობა. მათ შორის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც მოხვდა.

 

„გენგეგმას უნდა იყოს მორგებული პანორამა თბილისი. ახლა ხდება პირიქით, პანორამა თბილისს უნდა მოვარგოთ მთელი ქალაქი და მისი ინტერესი. ბიძინა ივანიშვილს ვინც კოჭს უგორებს არიან მის ფულს დახარბებულები და მის ჯიბეს დახარბებულები,“- ამბობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

 

პანორამა თბილისის პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა მისი დამტკიცების შემთხვევაში მშენებლობა სოლოლაკის ქედის პარალელურად რუსთაველის გამზირზეც დაიწყება. საუბარია თავისუფლების მოედანთან მდებარე ყოფილი ცეკავშირის შენობაზე.

 

ეს ადგილი თბილისის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი და პანორამა თბილისის ფარგლებში სწორედ ცეკავშირის ყოფილი შენობის ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმროს კომპლექსი აღიმართება.

 

"რუსთავი-2", ეკა გაგუა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !