
შსს-მ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ გაზდელიანი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის დროს დააკავა. მას ბრალად სხვისი ქონების დაზიანება ედება.
ბესიკ გაზდელიანმა ივანიშვილის ბიზნესცენტრის შენობის მინა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზევე დააკავეს.
ბესიკ გაზდელიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და იგი საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.