
უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლებში, ანტიტერორისტული ოპერაციის შიროკინოს ზონაში დაღუპული, ბატალიონ "აზოვის" ქართველი მოხალისე მებრძოლი გიორგი ჯანელიძე თბილისში ჩამოასვენეს.
თბილისის ტერმინალ "ლასარეში", სადაც ცხედარი ჩამოასვენეს, გიორგი ჯანელიძის ნეშტს დახვდნენ მისი ნათესავები, მეგობრები, აგრეთვე მოქალაქეები, რომლებიც მას პირადად არ იცნობდნენ. დამხვედრთა შორის იყვნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები, რომლებიც გმირს დახრილი დროშებით შეეგებნენ.