
benewsbatumi.com აქვეყნებს თავდაპირველად აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ და შემდეგ წაშლილ ვიდეომასალას, რომელიც აჭარის მთავრობასთან ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრას ასახავს.
გამოცემა წერს, რომ აჭარის საინვესტიციო გარემოზე მოსაუბრე არჩილ ხაბაძეს ლუკაშენკომ სიტყვა გააწყვეტინა და აჭარის განვითარებაში მიხეილ სააკაშვილის როლზე ჩამოუგდო სიტყვა. ვიდეო პროტოკოლური გადაღების ნაწილია.
როგორც წესი, ასეთ დროს, პროტოკოლის მიხედვით, ოპერატორებს აძლევენ უფლებას, შეხვედრისთვის დამახასიათებელი კადრები გადაიღონ. შესაბამისად, ამ დროს მხარეები არ საუბრობენ ისეთ თემებზე, რომელთა განხილვას დახურულ ფორმატში ამჯობინებენ.
ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ვიდეოს ბოლოსკენ ისმის ლუკაშენკოს წინადადების ბოლო ფრაზა, სადაც ის სააკაშვილზე დადებით კონტექსტში საუბრობს, თუმცა, არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა თქვა მან, ხოლო აჭარის მთავრობის მიერ ამ ვიდეოს ჯერ გამოქვეყნება და შემდეგ წაშლა, სავარაუდოდ, იმის ნიშანია, რომ ლუკაშენკომ შეხვედრის დროს სააკაშვილზე საკმაოდ დადებიტად და დიდხანს ისაუბრა.