შავლიაშვილს ჯავახიშვილი ჩაანაცვლებს: „მას მძიმე, თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა“

Image

ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით შავლიაშვილს „ქართუ ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

 

პრემიერის განმარტებით, დავით შავლიაშვილს დეკემბერში დაუდგინდა "საკმაოდ სერიოზული დაავადება", რის შემდეგაც მან გადადგომა რამდენჯერმე ითხოვა. 

 

 

"დავით შავლიაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ მას დეკემბერში აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, როგორც ჩანს - თანდაყოლილი. თუმცა სწორედ მაშინ ჰქონდა პირველი შეტევა. იმის მერე, ბოლო ოთხ თვეში ბატონმა დავითმა რამდენჯერმე მომმართა გადადგომის თხოვნით, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო რთული ვითარება, გამომდინარე ლარის დევალვაციიდან, ასევე იქედან, რომ მნიშვნელოვანი იყო პირველი კვარტალი წარმატებით დამთავრებულიყო, მე ვთხოვე დარჩენა.

 

მანაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო და პირველი კვარტალი მართლაც წარმატებით დაასრულა. ნამდვილად მინდა დავადასტურო მისი ეფექტიანობა – ის იყო საკმაოდ რისკიანი, ეფექტური მენეჯერი, რომელსაც არ უჭირდა გადაწყვეტილების, მათ შორის რთული გადაწყვეტილების მიღება.

 

აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ მე მეწყინა მისი გადაწყვეტილება, ვეღარ დავაძალებდი რომ გაეგრძელებინა მუშაობა. როგორც ჩანს ამ თვეების განმავლობაში გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !