
ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარების გამო დატოვა.
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია",-აცხადებენ სამინისტროში.
მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადებას პრემიერ მინისტრი მოგვიანებით გააკეთებს.