
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი -
25%-ს. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, ბიძინა
ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კლვლევასთან შედარებით, 5%-ით
შემცირდა. პრემიერი ნოემბერში გამოკითხულთა 80% მოსწონდა.
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის
გარდა, თითქმის ყველა პიროვნების მოწონების რეიტინგმა დაიკლო. კვლევის
მიხედვით, გამოკითხულთა 92% აცხადებს, რომ პატრიარქი მოსწონს.
კვლევის თანახმად, თითქმის არ შეცვლილა პარლამენტის თავმჯდომარის
დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგები.
უსუფაშვილი მოსახლების 66% მოსწონს, ხოლო ბაქრაძე - 48%.
რაც შეეხება პრეზიდენტის რეიტინგს, მიხელ სააკაშვილი გამოკითხულთა 25%
მოსწონს.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში საქართველოს
მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე ჩატარდა. ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო
განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის
კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 56% მიიჩნევს,
რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია არის "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა", - ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" NDI-ის ოფისის ხელმძღვანელმა
საქართველოში ლუის ნავარომ გამართა.
კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ
ოპოზიციურ პარტიად, 56% აცხადებს, რომ ეს არის "ნაციონალური
მოძრაობა", 6% ამბობს, რომ "ქართული ოცნება", "ლეიბორისტული პარტია"-
2%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 1%, "თავისუფალი საქართველო" –
1%, "დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო" – 1%.
NDI-ის კვლევა 13-27 მარს ჩატარდა და სულ გამოიკითხა 3103 ადამიანი.