
რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორიები
12:00 საათიდან აღარ გადაიკეტება. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება თბილისის
მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს , რათა
მათ გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ.
"ამავდროულად, შსს ზრუნავს აქციის მონაწილეების
უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და
მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ
გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე
მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრო
მოსახლეობას ინფორმაციას დროულად მიაწვდის", -
აცხადებენ შსს-ში.