
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა,- ინფორმაციას ,,აქცენტი" ავრცელებს.
ავარია ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.