
წუხელ ლანჩხუთში ივერის ღვთისმშობლის, წმინდა პანტელეიმონისა და ასიათასი მოწამის სახელობის ტაძრები გაძარცვეს,-ინფორმაციას ,,გურია ნიუსი" ავრცელებს.
მამა გიორგის თქმით, რომელიც 100 ათასი მოწამის ეკლესიაში წირავს, სამივეგან გატეხილია შემოწირულობების ყუთები, წაღებულია სასანთლეები, ხატები, შემონაწირი ბეჭდები და ასე შემდეგ.
როგორც სასულიერო პირი ამბობს, მოკვლევას თავად აწარმოებს და პირადად მას, ჯერჯერობით პოლიციისთვის არ მიუმართავს.