
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობას რეგიონის უმაღლესი საბჭო იმპიჩმენტით ემუქრება.
თუმცა სანამ აჭარის უმაღლესი საბჭო მთავრობის იმპიჩმენტს დაიწყებს, ცვლილებები თავად საბჭოს ელოდება. „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონის 21-კაციან საკანონმდებლო ორგანოზე კონტროლი დაკარგა.
11 წევრი ახლა უკვე ოპოზიციაშია, მათ რიგებს „ქართული ოცნების“ კიდევ ორი დეპუტატი შეემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისიერი გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, ხელისუფლებას ოპოზიციის ხმები დასჭირდება.
ამასთან დასტურდება ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ათობით მაღალჩინოსანი, მურმან დუმბაძის შავ სიაშია. პარლამენტის ვიცე- სპიკერი ყოფილ თანაგუნდელებს კაბინეტებიდან გამოგდებით ემუქრება. დუმბაძის მთავარი სამიზნე აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძეა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პირდაპირ ამბობს, რომ ხაბაძემ რეგიონი სრულ კოლაფსამდე მიიყვანა.
აჭარის მთავრობას ყოფილი თანაგუნდელების გარდა „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატებიც ღიად უპირისპირდებიან. შიდა კონფლიქტი, რომლის შესახებაც დღემდე ღიად არავინ ლაპარაკობდა ახლა საზოგადოების განხილვის საგანია. აჭარის მთავრობის მეთაურს ულტიმალტუმს ოპოზიციასთან ერთად ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ჯემალ ფუტკარაძე უყენებს. თუ მთავარობა არ ამუშავდა, იმპიჩმენტი გარდაუვალია.
ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციტივა მომავალი საქართველოს“ წევრებს დაზუსტებული ინფორმაცია აქვთ, რომ აჭარაში „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ კოპრომატებს ფლობენ და ომი მალე დაიწყება.
ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, მმართველი კოალიციის დატოვების წინ მედეა ვასაძე ავთანდილ ბერიძეს კაბინეტში შეუარდა. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ბერიძე ვასაძის პოლიტიკური დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბამდე არ მისულა, საპირისპიროს ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ოპოზიცია ამბობს, რომ აჭარა ახლა პოლიტიკური ბრძოლის ნამდვილი ფრონტი ხაზია, იბრძვაინ კომპრომატებით, წესების გარეშე და ხელების გადაგრეხვით. მას შემედეგ რაც ქართულმა ოცნებამ, აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა. ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პროკურატურაში 4 წლის წინანადელ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვებზე დაიბარეს.
პოლიტიკურ კრიზისი აჭარაში ხალხზე უკვე პირდაპირპროპორციულად აისახა. ინვესტიციები შეფერხდა და ერთ დროს უძრავ ქონებაზე არსებული მოთხოვნაც შემცირდა. აქ ყველაფერი ან ქირავდება ან იყიდება. ისევ დანგრეულია ახალი ბულვარის ბოლო ნაწილი, რომელიც უკვე ერთი წელია არავის შეუკეთებია. ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტიკური ბრძოლის ფონზე ძველი აშენებული, პირდაპირი მნიშვნელობით, წყალს მიაქვს, ახლის აშენებას კი არავინ ფიქრობს.
http://rustavi2.com/