
უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ გვერჩივნა მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია გაეთვალისწინებინა,–განაცხადა განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ყოფილი მთავრობის წევრების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა მათთვის სახიფათოა.
,,თქვენ გახსოვთ, რომ ის ტრაგედია რაც 2008 წელს მივიღეთ მის (სააკაშვილის) შეცდომებში ზის. ძალიან დიდი წვლილია იმ ტრაგიზმში, რაც საქართველომ გადაიტანა 2008 წლის ომში.
და ამ დროს, როდესაც ეს კაცი იქ მრჩევლად აჰყავთ, რა თქმა უნდა, სახიფათოა ეს ყველაფერი. სახიფათოა მრავალმხრივ. ჩვენ განვიცდით უკრაინულ სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ბედს და პერსპექტივას და ჩვენ გვინდა, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ასეთი კაცის მრჩევლობა, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ძალიან ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ. მე რაც შეიძლებოდა მძაფრი ანალიზი გავაკეთე.
ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, თუმცა გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად, მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინათ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.