
ერთმა მეგობარმა მითხრა და ძალიან მომეწონა, სააკაშვილმა და ადეიშვილმა აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინიდან ვერ გამოასწრებენო– ამბობს ბიძინა ივანიშვილი. ექსპრემიერი სამწუხარო ფაქტს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნას.
,,ყველაზე შემაშფოთებელი ჩვენთვის და ქართველების უნდა იყოს ის, რომ რამეთუ ჩვენ ვიცით სააკაშვილი ვინაა და ვინ არის ადეიშვილი, რომ მათი ხელწერა არ დაბრალდეს საქართველოს და ქართველობას და არ მოხდეს ის, რომ აქედან გაასწრეს ადეიშვილმა და სააკაშვილმა და უკრაინას შეიძლება ვერ გამოასწრონ.
ერთმა მეგობარმა მითხრა ეს და ძალიან მომეწონა ფრაზები, რომ აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს ალბათ ვეღარ გაასწრებენო. თუ ისეთივე ხელწერით და სხვა ხელწერა ამათ არ იციან, გააგრძელებენ და სხვა არ იცის სააკაშვილმა. "–ამბობს ივანიშვილი ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.