
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ განცხადებას, „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით თეა თუთბერიძე გამოეხმაურა.
1. ნინო გიორგობიანის, მას შემდეგ, რაც მან საგარეჯოს პოლიციაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა, როცა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტები კინწისკვრით გამოგვისროლეს გარეთ, სამწუხაროდ აღარ მჯერა.
2. აქ დადებულ ვიდეოზე არსად არ ფიქსირდება თარიღი და დრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო. შესაბამისად ამით ვერ დასტურდება, რომ ეს იმ დღეს არის გადაღებული და არა სხვა დროს, მაგალითად რომ გაეპრავებინათ საზღვრის გადაკვეთა და ნეიტრალურ ზონაში გადასვლა.
3. რაც შეეხება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ამონაწერს, 1:34 წთ-ზე ნაჩვენებ დოკუმენტში, შესაბამის გრაფაში მითითებულია პირის გავსლის თარიღი და დრო - 27/12/2014წ. 01:45 სთ. შემდეგ უკვე 1:37 წთ-ზე ნაჩვენებ დოკუმენტში "ინფორმაცია პიროვნების შესახებ" ვიდეოს 1:43 წთ-ზე გრაფაში მითითებული "გ/შ", სადაც ჯერ "გასვლა" წერია, ხოლო შემდეგ "რეგისტრაციის სახე - პირის კვეთა", "სტატუსი - უარი ეთქვა" ლოგიკურია?
ლოგიკურად, სტატუსში ტურისტი ან რამე მსგავსი უნდა იყოს და არა ის რაც აქ წერია, ვინაიდან მერე მოდის ვიზასთან დაკავშირებული გრაფები. 1:34 ზე ნაჩვენებ დოკუმენტზე თუ გასული არ არის "გასვლა" არ ფიქსირდება, ისევე როგორც "შემოსვლა".... ეს ნამდვილად ვიცი (გადავამოწმე) და აშკარაა, რომ ნაჩალიჩებია (ჟარგონზე ბოდიში). თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ამისი დადგენა მარტო გენინსპექციას შეუძლია, როდის შევიდნენ ბაზაში და როდის დაამატეს. ბაზაში ყველა შესვლა და გასვლა ასევე შესწორების შეტანა ფიქსირდება, თუმცა მაგას ჩვენ არავინ მოგვცემს. ამიტომ ამ ნაჩვენები ორი დოკუმენტითაც საპირისპირო ფიქსირდება და არა ის, რაც გიორგობიანს უნდა რომ დავიჯეროთ.
4. „გადაცემაში მოყვანილი სხვა დანარჩენი ინფორმაციებიც ისევე როგორც დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა, არის ასევე გადაუმოწმებელი, აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს." - რა არ შეესაბამება სიმართლეს პოლიციელი რომ მოკლა? თუ ლავასოღლი ჰაერში რომ დაიკარგა? თუ მანქანები რომ დაწვეს ბათუმში?
დეტალები, თუ სად დააკავეს დევაძე, ნაკლებად საინტერესოა, თუმცა აქ არსებულ ვიდეოს არანაირი დრო და თარიღი არ აწერია და ეს აჩენს კიდევ მეტ ეჭვებს რომ აღნიშნული ვიდეო შემდეგ პერიოდშია გადაღებული. ასევე საეჭვოა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ამონაწერიც, თუ რატომ ზემოთ მოგახსენეთ.
ვიდეო იხილეთ: https://www.facebook.com/video.php?v=403389573164170