
უკრაინული სააგენტოების ცნობით, კიევის დროით 00.00 საათზე, რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
მინსკში მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა შეიარაღებული ძალების დაშორიშორების პროცესი უნდა დაიწყონ.