
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაკავებულები არიან ლევან ბეროძე და კახა ნაკანი.
პროკურატურაში ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით, ისინი პროკურატურამ დააკავა და საქმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხება.