გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მარტში ჩამოვა: რას ითვალისწინებს „შტაინმაიერის გეგმა–2“

Image

რუსული და აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებისთვის ემზადება, ახალ გაგრძელებას პოულობს.

 

 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა შეთანხმება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მარტში თბილისში ჩამოვა. შესაძლოა, შტაინმაიერი ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ესტუმროს, რათა იქ დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრები გამართოს და მათ „შტაინმაიერის გეგმა–2“ წარუდგინოს.

 

რას ითვალისწინებდა „შტაინმაიერის გეგმა–1“, როდის მზადდებოდა ამ გეგმის განხორციელება და რა არის „შტაინმაიერის გეგმა–2“?

 

შტაინამაიერი, რომელიც 2008 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საშუამავლო ინიციატივით გამოვიდა ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით და თავის გეგმაში სამი ძირითადი მიმართულება ჩართო, საიდანაც ერთერთი და უმთავრესი ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ორმხრივი ვალდებულების აღება იყო ძალის არგამოყენების შესახებ.

 

მაშინ გეგმა 2008 წლის ომის დაწყების გამო ჩაიშალა და აფხაზეთის მიმართულებით სიტუაციის დარეგულირებამ აქტუალობა დაკარგა. „შტაინმაიერის გეგმა“ ამ დაპირისპირებათა მთავარი საკითხის – სტატუსის განსაზღვრას მხოლოდ ურთიერთნდობის დამყარების შემდეგ მიიჩნევს დასაშვებად.

 

საქართველოს ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესებამ, შესაძლოა, თბილისაა და დაპირისპირებულ მხარეებს ურთიერთობათა განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცეს“, – წერს „აფსნი. რუ“.

 

შეგახსენებთ, რომ „შტაინმაიერის გეგმას“ 2008 წლის ივლისში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ძირითადად, ეთანხმებოდა, მაგრამ შემოთავაზებულ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაში საფრთხეებს ხედავდა. მაგალითად, 2008 წელს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებდა:

 

„ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ძალის არგამოყენების პრინციპის მიმართ, მაგრამ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ნებისმიერი შეთანხმება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აუცილებლად უნდა ასახავდეს დევნილების დაბრუნების აუცილებლობას და ვერანაირი კონფლიქტის მოგვარება, მათ შორის მშვიდობიანი გზით, ვერ შედგება, თუ არ მოხდა დევნილების დაბრუნება.

 

დავაფიქსიროთ შეთანხმებაში, დოკუმენტში, რომ ეს კეთდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მაშინ ჩვენ ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმით, რაც გულისხმობს ირიბ აღიარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ბუნებრივია, ასეთი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია.” (რადიო „თავისუფლება“).

 

სამაგიეროდ, ამჟამინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ჟურნალისტებთან არა, მაგრამ უცხოელებთან ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მზადაა პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან, ხოლო სტატუსის განხილვის გადადება შეიძლება მანამდე, სანამ ორ მხარეს შორის ურთიერთნდობა არ დამყარდება. სწორედ ეს ხედვა ემთხვევა ზუსტად „შტაინმაიერის გეგმა–2“–ს:

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „საქართველო მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან“, თუმცა, ამბობს, რომ ამ  ფორმულის ამუშავება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის დაინტერესებითა და მონაწილეობით.

 

სპეციალურად ჟურნალისთვის „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირი დიალოგის შესახებ ვლადიმირ პუტინის შემოთავაზებას იხსენებს და ამ შეთავაზებას „გასაღებს“ უწოდებს:

 

„ჩვენს წინაშე წარმოუდგენლად ძნელი ამოცანა დგას. ერთი მხრივ, რუსეთი არ აპირებს გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკან, საქართველო კი არასდროს შეეგუება ამას. სწორედ ამ გასაღების შესახებ საუბრობდა პუტინი. ნათქვამი იყო, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა თავად უნდა გამონახონ საერთო ენა.

 

ფორმულა სწორია, მაგრამ მისი ამუშავება შესაძლებელია შერიგების პროცესში  მოსკოვის დაინტერესებისა და პატიოსანი თანამონაწილეობის შემთხვევაში. საქართველო მზადაა პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან, პრაქტიკული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვისთვის. ჩვენს შორის ნდობის აღდგენამდე, სტატუსის განსაზღვრის თემა, შეგვიძლია, საერთოდ გადავდოთ ცალკე“, - აცხადებს ექსკლუზიურ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ლაშა ბერულავა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !