
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ დასავლეთისა და რუსეთის სადაო საკითხების ნუსხიდან საქართველოს თემა უკვე ამოვარდნილია და ამას ირონიულად „საქართველოს ხელისუფლების წარმატებად“ მოიხსენიებს.
"ვუსმინე ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლას მიუნჰენის კონფერენციაზე - მან ჩამოთვალა რუსეთის მიერ სამხედრო თვალსაზრისით გადადგმული აგრესიული ნაბიჯები რაც ნატოს გულისწყრომას იწვევს,
მაგალითად, ბელარუსში გამანადგურებლების ესკადრილიის გადასროლა და „ისკანდერის“ რაკეტების ბაზირება კალინინგრადში, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ამ ტერიტორიების შეტევითი იარაღით, მათ შორის იგივე „ისკანდერებით“ გაძეძგვა (ახალგორში აქვთ). მთავრობის „წარმატებული“ საქმიანობის შედეგად, საქართველოს საკითხი დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგიდან თანდათან ქრება", - წერს გიორგი კანდელაკი.