
კახეთის მხარეში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს და მას მოიხსენიებს, როგორც „ჩოკუტაევს“.
„რჩევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ჩოკუტაევს:
მუხროვანის ამბოხის "სკანდალი" ადგილობრივ არჩევნებამდე არ გაგყვებათ. ასე აპრილის პირველ ნახევარში, ვიდრე პრეზიდენტ (!) მარგველაშვილს ადგილობრივი არჩევნების თარიღს გამოაცხადებინებთ, კიდევ დაგჭირდებათ რამის "გამოგდება", – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციელურ ქსელ „ფეისბუქში“.