
საქართველო მზადაა, სოჭში ქართული ღვინის დიდი პარტია ჩაიტანოს, რადგან ქართული ღვინო უკვე ლეგალურად წარმოდგენილია რუსულ ბაზარზე.
ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს კონკრეტული კომპანიებისა და ღვინის მწარმოებელთა პრეროგატივაა და განსაკუთრებული ღონისძიებები ამ კუთხით არ იგეგმება, მაგრამ იცის, რომ სოჭის მიმართულება ქართული კომპანიებისთვის ერთერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულია.