
მოსკოვის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა და შსს–ს სპეცრაზმმა, როგორც რუსული პრესა წერს, „ქართული ბანდიტური დაჯგუფების“ წევრები დააკავა.
მათ ბრალი ბანდიტური თავდასხმების ორგანიზებაში ედებათ: ძირითადად, ისინი ავტომანქანების მფლობელთა თვალთვალით იყვნენ დაკავებული და როცა მსხვერპლი (ბიზნესმენი ან ბიზნესვუმენი) ბანკში ან ვალუტის გადასაცვლელ პუნქტში შევიდოდა, მის მანქანაში რომელიმე ბანდიტი შეაღწევდა და მფლობელს სალონში ელოდებოდა.
მისი დაბრუნების შემდეგ მას იარაღით ემუქრებოდნენ, თანხის მიცემას აიძულებდნენ, რის შემდეგაც მანქანას ტოვებდნენ. მანქანიდან გადმოსულ ბანდიტს თანამოაზრეები მოშორებით, ასევე მანქანაში ელოდებოდნენ, ასე რომ გარეგნულად ეს ყველაფერი გამოიყურებოდა, როგორც მგზავრის გადაჯდომა მანქანიდან მანქანაში, რაც ეჭვს არავისში იწვევდა, სწორედ ამის გამო ქართველი ბანდიტები კარგა ხანს მოუხელთებელი რჩებოდნენ პოლიციისთვის.