
ხაბაროვსკის მხარეში, კნიაზო–ვოლკოვსკოეს დასახლებასთან ახლოს მიმდინარე ღამის გეგმიური სწავლების მიმდინარეობისას ტანკში საბრძოლო მასალის აფეთებას სამი სამხედრო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულთაგან ერთი ოფიცერია. რა მიზეზით მოხდა აფეთქება, ამ დრომდე დაუდგენელია. მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა.