
თაყვანისმცემელთა და მეგობართა თანადგომის შემდეგ ცნობილ მომღერალს ჟანა ფრისკეს ერთი პრობლემით ნაკლები აქვს: მისი მკურნალობის ხარჯი „რუსოფონდმა“ აანაზღაურა.
თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებგვერდზე დღეს გაჩნდა. მასში ნათქვამია, რომ კლინიკიდან, სადაცჟანა ფრისკე მკურნალობს, 135 ათასი აშშ დოლარის ხარჯთაღრიცხვა მოვიდა, თანხა გადახდილია.