
კიევის ცენტრალურ პროზექტურაში 30 იანვრის მონაცემებით 26 ამოუცნობი გვამია მოთავსებული. აღსანიშავია, რომ 14 ცხედარი მორგში მიმდინარე თვეს მიიტანეს.
ორი გვამი კრეშატნიკიდან მიიტანეს, ერთი კი სამედიცინო დაწესებულებიდან გადაასვენეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთანავე, კიევში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში კიდევ ერთი ამოუცნობი ცხედარია მოთავსებული.
გვამი საავადმყოფოდან გადაასვენეს. 4 თებერვალს ერთ-ერთ სასაფლაოზე ამოუცნობი ცხედრების დაკრძალვაა დაგეგმილი. სწორედ ამ დრომდეა დადგენილი ცხედრებიოს ამოცნობის ვადაც.
მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ჩანაწერიც, სადაც გვამების შესახებ მონაცემებია ჩამოთვლილი. მითითებულია ასევე ის, თუ კონკრეტულად საიდან მოხვდა გვამი პროზექტურაში.