
ტრაგიკულად დასრულდა ავტოავარია სოფელ რუისთან, ავტობანზე, სადაც ხილით მოვაჭრეთა დახლებია განთავსებული. გზისპირას მდებარე დახლებში მსუბუქი ავტომანქნა შევარდა.
სავარაუდოდ, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტოავარიის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი - მოქალაქე, რომელიც ხილით ვაჭრობდა.