
ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის, განცხადებით, გლდანის მერვე სასჯელაღსრულების და ბათუმის დაწესებულებაში რთული ვითარებაა.
„გლდანის და ბათუმის ციხეებში მძიმე მდგომარეობაა. იქიდან გამოსული პატიმრები, ასევე მათი ადვოკატები ამბობენ, რომ ხორციელდება პატიმრების ცემა, ღირსების შელახვა და არამარტო იქ. ცრუობს ხელისუფლება, როცა ამბობს, რომ ციხეებში ვითარება გაუმჯობესდა. ის, რაც დღეს ციხეებში ხდება, გაუმჯობესებად არ შეიძლება ჩაითვალოს,“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა გიორგი გაბუნიასთან საუბრისას „კურიერში“.
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა ე.წ მოსმენების საკითხთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ვითარება არც ამ მხრივ შეცვლილა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას კვლავ უკანონოდ უსმენს.