რუსეთის იდეოლოგია: ჭეშმარიტება არ არსებობს

Image

ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ პომერანცევი სტატიას "ნიუ-იორკ თაიმსის" საკუთარ სვეტში აქვეყნებს. პომერანცევი ჟურნალისტია, რომელიც რუსულ მედიასივრცეს იკვლევს. ის წერს, რომ სსრ კავშირში გაზრდილმა თაობამ, მოვიდა რა ხელისუფლების სათავეში, შექმნა ყალბი არჩევნები, ყალბი "თავისუფალი პრესა" და ყალბი მართლმსაჯულება.

 

"აფხაზეთის ხმა" ამ სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

 

"წარმოიდგინე, რომ ტყუილში გაიზარდე. შენი ცხოვრების ცალკეულ მონაკვეთებში კი არა, ყველა დეტალში იგრძნობოდა ეს ტყუილი: სკოლაში, სამსახურში, სოციალურ ღონისძიებებში. გიწევდა ტყუილის თქმა იმისთვის, რათა გადარჩენილიყავი, არ დაგენგრია შენი კარიერა, არ მოხვედრილიყავი ციხეში.

 

იმ რუსებისთვის, რომლებიც 1991 წლამდე დაიბადნენ, ეს ცხოვრების ერთადერთი გზა იყო. ახალგაზრდები იზრდებოდნენ იმ რწმენით, რომ სამაგალითო კომუნისტური თაობის წარმომადგენლები იყვნენ.

 

როცა მოსკოვში 2000-იანი წლების დასაწყისში ტელეპროდუსერად ვმუშაობდი და ჩემს იქაურ კოლეგებს ვკითხე, რა რეალობაში იზრდებოდნენ, როგორ მიჯნავდნენ ერთმანეთისაგან სიმართლესა და ტყუილს, მათ მიპასუხეს: „საბოლოოდ, აღმოაჩენ, რომ განსხვავებულ რეალობებში ცხოვრობ, რომელშიც არაერთი სიმართლე და არაერთი „შენ“ არსებობს“.

 

როდესაც ამ თაობის წარმომადგენლები მოვიდნენ ძალაუფლებაში, მათ შექმნეს სიმულირებული საზოგადოება, ყალბი არჩევნებით, ყალბი თავისუფალი პრესით, ყალბი საბაზრო ეკონომიკით და ყალბი მართლმსაჯულებით. სათავეში ის რელიგიური რუსები არიან, რომლებიც დეკადენტურ დასავლეთს წყევლიან, სინამდვილეში კი თავიანთ ფულებს ლონდონში ინახავენ და შინ დაბრუნებისას, მანქანებში პუტინის საწინააღმდეგოდ მიმართულ შოუებს უსმენენ რადიოთი.

 

ამგვარ რეალობაში ადამიანი ყოველთვის გახლეჩილი და დანაწევრებულია. მაგრამ ამ დანაწევრებაში კომფორტის პოვნაცაა შესაძლებელი. ბიუჯეტიდან პროპაგანდისთვის ფული შენ კი არ მოგიპარავს, უბრალოდ ასეთი როლი დაგეკისრა. კრემლის მიზანია ტოტალური კონტროლის დამყარება, რათა შემდეგ პოლიტიკა ერთ დადგმულ რეალითი შოუდ იქცეს.

 

დასავლეთთან მიმართებითაც კრემლი საშინაო პოლიტიკაში ნაცად მეთოდებს იყენებს. ცდილობს, პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს იმ ფინანსურ ელიტაზე ლობირებით, რომელიც რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, კრემლი დასავლეთს ისე ვერ გააკონტროლებს, როგორც თავის საშინაო საკითხებს, მაგრამ ცდილობს დასავლური ერთიანობის დეზორგანიზებასა და დაყოფას ინფორმაციული ომის გზით.

 

რუსული სტრატეგიის ბირთვი ისაა, რომ არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება. ეს ფორმულა ეხმარება კრემლს, ჩაანაცვლოს ფაქტები დეზინფორმაციით. ამის მაგალითი რუსულ მედიაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ვიხილეთ, როცა შეითხზა რამდენიმე შეთქმულების თეორია პოლიტიკური ქვეტექსტებით, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავი უკრაინულმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, რადგან პუტინის პირად თვითმფრინავად აღიქვეს.

 

ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ყურადღების სხვა თემაზე გადატანა და წყლის ამღვრევა გახლდათ, რათა ჭეშმარიტების პოვნა გართულებულიყო და ბოლოს ხალხს მის ძებნაზე ხელიც ჩაექნია.
სამწუხაროდ, ამგვარი მეთოდები ხშირად ამართლებს.

 

ობამამ რუსეთის აგრესიას უკრაინაში შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, არც ეს სიტუაციაა ცივი ომის განმეორება, რუსეთი არ ქმნის ქვეყნების ბლოკს და არ გააჩნია გლობალური იდეოლოგია“.

 

მაგრამ, სავარაუდოდ, ის შეცდა".

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !