-
2014-12-18 01:28
მიმდინარე კვირის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს მოაწერს "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ კანონს", რომელიც კონგრესმა უკვე დაამტკიცა.
თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯონ ერნესტის თქმით, ბარაკ ობამა ისევ განიცდის მღელვარებას კანონთან დაკავშირებით, მაგრამ თვლის, რომ კანონი აუცილებელი მანევრის თავისუფლებას ანიჭებს მას.
"უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ კანონი" რუსულ სახელმწიფო კორპორაციებზე ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს და ის გასულ შაბათს კონგრესმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა.
თუკი აშშ-ს ლიდერი ხელს მოაწერს კანონს, რომელზე მუშაობაშიც განსაკუთრებული სოლიდარობა გამოიჩინეს რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა, აშშ სანქციებს დააწესებს რუსული ეკონომიკის მსხვილ ობიექტებზე.
კანონი პრეზიდენტ ობამას ასევე უფლებას მისცემს უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს სურვილის შემთხვევაში. სამხედრო დახმარება მოიცავს არტილერიის საწინააღმდეგო რადარებით და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებით მომარაგებას. აღნიშნულ პუნქტში ბიუჯეტი 350 მილიონი დოლარით არის შეფასებული. ასევე, გაფართოვდება ინდივიდუალური სანქციების სია.
კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტით საქართველოსა და მოლდოვას ნატოს ბლოკის გარეთ აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორების სტატუსი მიენიჭებათ.
რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა პრეზიდენტ ობამას მოუწოდეს დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი აღნიშნულ კანონს. თუმცა ბარაკ ობამა კანონპროექტის განხილვის პროცესში კონგრესს მოუწოდებდა ახალი სანქციების შემოსაღებად არ აჩქარებულიყვნენ.
მოსკოვმა "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი კანონი" შეაფასა, როგორც ღია კონფრონტაცია. აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები ყირიმში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატავად დაუწესეს.
ამასთანავე, აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერიმ რომში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართულ მოლაპარაკებაზე განაცხადა, რომ რუსეთს ეს სანქციები შესაძლებელია გაუუქმდეს რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირაში „რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე.“
"ცხადია, სანქციებს ჩვენ პასუხის გარეშე არ დავტოვებთ" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა,თუმცა მას არ დაუკონკრეტებია პასუხის რა ფორმებს მოიაზრებს რუსეთი.
წყარო: BBC