
ყაზახეთის ელჩი საქართველოს მთავრობას განცხადებებიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადასვლას ურჩევს. ერმუჰამეთ ერთსიბაევი გაზეთ „Financial"-თან აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული საინვესტიციო რისკები და ყაზახმა ბიზნესმენებმა დანაკარგებიც მიიღეს საქართველოში.
ელჩი ამბობს, რომ კომპანია „aksai", რომელმაც 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ნავთობის მოპოვების სამუშაოებისთვის, 2013 წელს მთავრობის გადაწყვეტულებით ლიცენზია გაუუქმდა, „aksai"-მ მთავრობის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სასამართლოში გაასაჩივრა თუმცა 5 მილიონის ზარალი განიცადა.
ერმუჰამეთ ერთსიბაევი განმარტავს, რომ ასეთი ფაქტები ბიზნესსაზოგადოებაში სწრაფად ვრცელდება. შედეგად კი კომპანიები სიფრთხილით ეკიდებიან ინვესტირების საკითხს. ყახაზეთის ელჩი ამბობს, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ჩანს, რომ ხალხის მოთხოვნები გაცილებით მაღალია, ამიტომ მთავრობამ მეტი ფოკუსირება უნდა მოახდინოს ეკონომიკურ რეფორმებზე.
ერთსიბაევის ინფორმაციით, ყაზახეთის ნაციონალურ ფონდში 110 მილიარდია მობილიზებული და ყახაზეთს შეუძლია ინვესტიცია „kaztransgas-Tbilis"-ის ბუნებრივი აირის მილსადენის განვითარებაში ჩადოს თუმცა ამ ეტაპზე ეფექტურ თანამშრომლობა მხარეებს შორის არ ჩანს.
ელჩი "kaztrangas"-ში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ 2009 წლის შემდეგ, რაც კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა „kaztrangas" ძველი მენეჯმენტის დაბრუნების შესახებ განცხადება, რამდენჯერმე გაკეთდა, და დროა კომპანია ყაზახებს დაუბრუნდეს.
მისივე ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერმა ღარიბაშვილს შესთავაზა თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბოლო პერიოდში საქართველოში ყაზახური ბიზნესის თემა აქტუალური და სკანდალურიც კი გახდა.
განსაკუთრებით რეზონანსულია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ საქმე, რომლის დაბრუნებაც ყაზახურ მენეჯმენტს დიდი ხანია სურს და ბოლო ინფორმაციით, ამას სავარაუდოდ მომავალი წლის იანვრისთვის შეძლებს. ამასთან, როგორც უკვე ვიუწყებოდით, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 100%–იანი წილის გაყიდვას ყაზახეთის ხელისუფლება 2015 წლისთვის გეგმავს.
სწორედ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თემა გახდა ყაზახური მედიის მიერ ვრცელი სტატიის გამოქვეყნების საფუძველი, რომლის სათაურიც ასეთი იყო – „ყაზახეთი ქართული ბიზნესიდან გადის.“
რამდენიმე კვირის წინ ასტანაში საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტი შედგა. მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყაზახეთს საქართველოში დიდი ინვესტიციებით შემოსვლის სურვილი აქვს.
ამ ეტაპზე საქართველოში 90–მდე ყაზახური კომპანია მოქმედებს.