
გამორიცხული არ არის, უახლოეს დღეებში რუსეთმა საქართველოს ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცეს, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 16 დეკემბერს სცემეს და სახე დაუსერეს. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.
25 წლის სოხუმელი „კანონიერი ქურდის“ ლაშა ბარათელის, იგივე „ჭიას“ მიმართ განხორცილებეული ძალადობის შესახებ „პრაიმკრაიმზე“ დაყრდნობით დეტალური ინფორმაცია „აფხაზეთის ხმამაც“ გამოაქვეყნა.
დღეს უკვე ამ თემასთან დაკავშირებითდამატებითი დეტალები გახდა ცნობილი: ლაშა ბარათელი საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი.
საქართველოში მას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებისა და ხელმძღვანელობისთვის ედავებიან და ინტერპოლში მოთხოვნა მასზე ძებნის გამოცხადების შესახებ წინა ხელისუფლების დროსაა გაგზავნილი.
ლაშა ბარათელი სანკტ-პეტერბურგში შენიღბულად ცხოვრობდა, ის დაცვით გადაადგილდებოდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ სულ რამდენიმე ადამიანისთვის იყო ცნობილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ის სცემეს და დანით სახე დაუსერეს, საავადმყოფოში მოხვდა, სადაც უნდა დააკავონ კიდეც.
ამის შემდეგ მის მიმართ, როგორც ინტერპოლის მიერ ძებნილ პირზე, შესაბამისი მოქმედებები უნდა ჩატარდეს, რაც ითვალისწინებს პირის გადაცემას იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ინტერპოლს ძებნის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.