სოხუმელი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი სასტიკად სცემეს და დანით სახე დაუსერეს

Image

25 წლის სოხუმელი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ სანკტ-პეტერბურგში, მისივე ბინის სადარბაზოში შვიდმა პირმა სასტიკად სცემა და დანით სახე დაუსერა. „პრაიმკრაიმი“ წერს, რომ ბარათელს დანით სასქესო ასოც დაუსერეს.

 

რუსული პოპულარული კრიმინალური გამოცემის ინფორმაციით, „ჭია“ „ჰასანელების“ მხრიდან განხორციელებული შურისძიების ობიექტი გახდა. ერთერთი ვერსიით, სწორედ „ჭია“ მიიჩნევა „დედ ჰასანზე“ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი თავდასხმის ინიციატორად და დამგეგმავად, რომელიც, სხვათა შორის, ვერ განხორციელდა.

 

„პრაიმკრაიმი“ წერს, რომ ლაშა ბარათელის ადგილსამყოფელის დადგენა ადვილი არ იყო, რადგან ის ხალხმრავალ ადგილებში ან თითქმის არასდროს ჩნდებოდა, ან მხოლოდ დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. გამორიცხული არ არის, რომ მისი ადგილსამყოფელის სესახებ ინფორმაცია „ჰასანისტებმა“ მისივე გარემოცვიდან მიიღეს, რის შემდეგაც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში „შემსრულებელთა“ ოცკაციანი რაზმი გაიგზავნა.

 

14 ადამიანი სადარბაზოს შესასვლელში დარაჯობდა, ხოლო შვიდი მე-12 სართულზე იყო დადარაჯებული, სადაც ლიფტიდან გამოსვლისთანავე ბარათელს თაბს დაესხნენ და სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დანით ე.წ. „ბოზური იარა“ მიაყენეს. სავარაუდოდ, „ჭიას“ სახე ისე აქვს დასერილი, რომ მისი ცნობა სარკესაც კი გაუჭირდება.

 

„ჭია“ მოსკოვის ერთერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, „ჰასანელები“ კი მორიგ გამარჯვებას ზეიმობენ. შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „დედ ჰასანის“ კლანის წარმომადგენლები, ძირითადად, მერაბ ჯანგველაძის მომხრე, მის კლანში მოაზრებულ „კანონიერ ქურდებს“ ესხმიან თავს.

 

ეს თავდასხმები ბოლო დროს უშუალოდ ქუჩაშია დაწყებული. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ყველაზე ახალგაზრდა „ქურდად“ მონათლული „რეზო ჯვარსკი“ სასტიკად სცემეს, ხოლო მოგვიანებით კიდევ ერთი „კანონიერი“ ტყეში გაიტაცეს, სცემეს და იარაღის მუქარით ტიტულზე უარი ათქმევინეს.

 

შიდა ფოტოზე: საჩინო გეგეჭკორი და ლაშა ბარათელი

 

 

chia-sachino.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !