
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ერთ-ერთ უწყებაში ხარჯებთან დაკავშირებულ სკანდალს აანონსებს.
„ერთ-ერთ უწყებაში ამ წუთებში ამბავი ხდებაა:) მოკლედ ხარჯების ამბავია.
გაირკვა, რომ მხოლოდ მედიის ნაწილში 80.000 იხარჯებოდა ყოველ თვე.
ქეშად მისდიოდათ სააგენტოებს, გაზეთებს და ცალკეულ ჟურნალისტებს ფული.
კოლეგიალობიდან გამომდინარე გვარებს არ დავწერ, თუმცა ჩემი ჩიტი იუწყება, რომ მალე ყველაფერი საჯარო გახდება. კიდევ ვიცი რაღაცეები, მაგრამ ჩემმა ჩიტმა არ თქვაო " - წერს ჟორჟოლიანი.