
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა და ოპერატორმა საგამოძიებო უწყებაში 2 საათი დაჰყვეს.
ნინი მეტრეველმა და სერგი ბარამიძემ ჩვენება გრიგორი ლეპსის კონცერტამდე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით მისცეს.
„კითხვები ჰქონდათ მოხდართან დაკავშირებით, იყო თუ არა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. რაც მოხდა ყველაფერი მოვუყევი.
მითხრეს, რომ აღძრულია საქმე და მომავალში თუ საჭირო გახდა, დამიბარებენ", - განაცხადა ნინი მეტრეველმა.
დაკითხვაზე იმყოფებოდა დაცვის ის თანამშრომელიც, რომელიც ჟურნალისტის თქმით, ერთი-ერთი იყო მათ შორის, ვინც გადამღებ ჯგუფს სპორტის სასახლის დატოვების უფლებას არ აძლევდა.
პროცესის დასრულების შემდეგ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. დაცვის თანამშრომელი ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით წაიყვანეს.
„რისთავი2“