ლეონარდო დიკაპრიო: ძნელად ასატანი თინეიჯერი ვიყავი, არც ვიცი, დედაჩემი როგორ მიმკლავდებოდა

Image

როგორი იყო თინეიჯერის ასაკში, შეეძლო თუ არა მიეღწია მეტისთვის, რომელ რეჟისორებთან მოინდომებდა მუშაობას, აიხდინა თუ არა ბავშვობის ოცნება - ლეონარდო დიკაპრიო გიამბობთ.

 

-არასოდეს გიჩნდება სურვილი, ზოგჯერ მაინც ითამაშო უაზრო რომანტიკულ კომედიაში?

 

-აბსოლუტურად გახსნილი ვარ ამგვარი როლისთვის, მაგრამ როლს მხოლოდ იმიტომ არ მოვირგებ, რომ რომელიმე კონკრეტულ ჟანრში გამოცდილება მივიღო. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. საბოლოოდ, როცა სცენარს წავიკითხავ, ვამბობ: „ოჰო, მე ამაში ემოციურად ვარ ჩაბმული“. იმაზე არასოდეს ვფიქრობ, რა მნიშვნელობა ექნება ამ ფილმს პოპ-კულტურაში ან რა ისტორიულ დატვირთვას მიიღებს - ფილმი გამოვა და ან კარგი იქნება, ან ცუდი.

 

-შენ გიმუშავია სპილბერგთან, ნოლანთან, ისტვუდთან, მენდესთან, მოილთან, კამერონთან, სკორსეზესთან. კიდევ დარჩა ვინმე, ვისთან ერთადაც მუშაობას ისურვებდი?

 

-უამრავი რეჟისორია, რომლებთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი. მაგალითად, პოლ ტომას ანდერსონი. ალეხანდრო გონსალეს ინარიტუც ძალიან ნიჭიერია, ისევე როგორც ანგ ლიი. ძალიან ბევრი კარგი რეჟისორი არსებობს.

 

-რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში ფილმის გადაღებას და შემდეგ გადაღებულ ფილმზე ფიქრს?

 

-უდავოდ ძალიან დიდი ადგილი (იცინის). პროფესია ჩემი ცხოვრების ყველაზე დომინანტური ნაწილია. მე ყოველთვის მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი, ეს ჩემი ოცნება იყო და ახლა უკვე მაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ თავად ავარჩიო ჩემთვის სასურველი როლები.

 

-დიდი ხანია, ამის გაკეთების შესაძლებლობა გაქვს...

 

-ჰო, მაგრამ უამრავ მსახიობს ვიცნობ, რომლებთან ერთადაც გავიზარდე ამ ინდუსტრიაში - ჩვენ ლოს ანჯელესში ვიზრდებოდით. ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე საკუთარ თავს დღევანდელი დღიდან 30 წლის შემდეგ და ვფიქრობ: „რატომ არ გამოვიყენე ყველა შესაძლებლობა, რაც მქონდა? შეხედე ყველა იმ ადამიანს, რომლებთანაც მუშაობა შეგეძლო, როლებს, რომლებიც უნდა შეგესრულებინა, გამოასწორე ეს შეცდომა.“

 

-ცხოვრების სხვა ნიუანსები უყურადღებოდ გრჩება?

 

-სულაც არა. ეგეთი ნიუანსები ან ბუნებრივად პოულობს თავის ადგილს, ან ვერა. არასოდეს ვცდილობ, რამეს ძალა დავატანო. ჩემი საქმიანობა ისაა, რაც მიყვარს და სხვა დეტალებმა თავისით უნდა იპოვონ ადგილები ამის პარალელურად.

 

-ყოველთვის იცოდი, რომ მსახიობობა გინდოდა?

 

-არ მახსოვს. მაგრამ ის მახსოვს, როგორ მიყვარდა დედაჩემის მეგობრების იმიტირება. პატარა წარმოდგენებს ვაკეთებდი, რომლებშიც მათ განვასახიერებდი, დავცინოდი. დედაჩემს და ბებიაჩემს ვაცინებდი.

 

-ახლა ბევრად უფრო მშვიდი ჩანხარ.

 

-საკუთარი თავი მაინც ენერგიულ პიროვნებად მიმაჩნია. ახლა მშვიდი ვჩანვარ, მაგრამ მაშინ უნდა გენახე, როცა ახალგაზრდა ვიყავი. რთული იყო ჩემი გაძლება განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში. არ ვიცი დედაჩემი როგორ მიმკლავდებოდა. გამუდმებით რაღაცას ვსაქმიანობდი, გადარბენაზე ვიყავი. ახლა გაცილებით მშვიდი ვარ, მართალია, მაგრამ ენერგიის დიდი მარაგი მაინც შემომრჩა.

 

-შეიძლება ითქვას, რომ შენი ბავშვობის ოცნება ასი პროცენტით აისრულე, არა?

 

-ზოგჯერ უკან ვიხედები და ვამბობ: „საოცარია ეს ყველაფერი, რაც თავს გადამხდა. ჩემი მიზნების მიღწევა ადრეულ ასაკში შევძელი.“ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე შევძლებდი პატარა როლიც კი მქონოდა მარტინ სკორსეზეს ფილმში, დღეისთვის კი სკორსეზეს ოთხ ფილმში ვარ გადაღებული, რაც გასაოცარია. ეს შესანიშნავი გრძნობაა. ასე რომ დიახ, ჩემი ოცნებები სრულად ასრულდა.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !