ჯეკ ნიკოლსონი: რა თქმა უნდა, მექალთანე ვარ...

Image

ჯეკ ნიკოლსონი მიიჩნევს, რომ მექალთანეა და 71 წლის ასაკში თავს ახალგაზრდულად გრძნობს. ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთზე მეტი სიყვარული ჰყავს და როცა ეგონა, რომ ყველაფერი უყვარდა ერთ გოგოში, ცდებოდა.

 

-ხშირად ფიქრობ სიკვდილზე?

 

-კი, არსებობს თემები, რომლებზეც ბევრს ვფიქრობთ, მაგრამ არაა აუცილებელი მათზე ხმამაღლა ლაპარაკი. ყველას უფიქრია იმაზე, კრემაციას გაუკეთებენ, დამარხავენ თუ სხვა რამეს უზამენ.

 

-ასაკის მატებას რამე პოზიტიური თუ ახლავს თან?

 

-როგორ არა. დაუფიქრებლად აღარ იქცევი. როცა 70 წელი შემისრულდა პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემი ასაკისთვის ახალგაზრდად ვგრძნობდი თავს.

 

-მექალთანე ხარ?

 

-რა თქმა უნდა.

 

-შენს სამსახიობო უნარს იყენებ გოგოების მოსახიბლად?

 

-ამგვარად არასოდეს ვანაწევრებ ჩემს შესაძლებლობებს. ახლახან წავიკითხე წიგნი იმის შესახებ, როგორ განსხვავდება ორი სქესის იმტერესები სასაუბრო თემებთან დაკავშირებით და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემს ისტორიას ვკითხულობდი. წიგნის მამაკაცი პერსონაჟი ჩემი თაობისაა და მიაჩნია, რომ საჭიროა დამოუკიდებელი, ძლიერი მამაკაცი იყოს, მაგრამ ქალი სხვა რაღაცებს მოითხოვს, მაგალითად, იმას, რომ გაამხნევონ, მხარი დაუჭირონ. წიგნის სათქმელი ისაა, რომ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ.

 

-მოგწონს, როცა ქალი დგამს პირველ ნაბიჯს?

 

-ეს სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ ხდება. ქალები ჩემთან მორცხვები და თავაზიანები ხდებიან და არ ვიცი რატომ.

 

-რაშია შენი საიდუმლო?

 

-მე ხელმისაწვდომი ვარ.

 

-ერთი კარგი ღამის გატარებაზე უფრო ხარ ორიენტირებული თუ სერიოზული ურთიერთობების აწყობაზე?

 

-რა თქმა უნდა, შემიძლია ვიყო ვიღაცის ერთღამიანი საყვარელი, მაგრამ ამ საკითხს ასე არ ვუყურებ.

 

-ცხოვრების სიყვარული თუ გყავს?

 

-სამწუხაროდ ერთზე მეტი. 55 წლის ასაკში ვივარაუდე, რომ სერიოზულ ურთიერთობებში არ ჩავებმებოდი. არ მინდოდა ახალი ოჯახი. ჩემი უცნაური კრიტერიუმებისა და გემოვნების გათვალისწინებით მიმაჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. სანამ ხანმოკლე სასიყვარულო ისტორიები არ გადაგხდება თავს, ჩემი აზრით, არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ერთ მარადიულ ურთიერთობას მიუძღვნა თავი.

 

-რამდენი ხანი სჭირდება ჩვეულებრივ რომანს იმისთვის, რომ სერიოზულ ურთიერთობად იქცეს?

 

-18 თვე და ამ დროის განმავლობაში შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს, გულთან ახლოს არ მიიტან. დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ყველაფერი მიყვარდა ერთ გოგოში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა.

 

-როგორია შენი უცნაური კრიტერიუმები, რომელიც წეღან აღნიშნე?

 

-ფაქტია, ძალიან ეგოისტი ვარ. იმ ადამიანთა მახასიათებლები, რომლებიც მიზიდავენ, საკმაოდ ფართოა და მრავალფეროვანი. ერთხელ დავქორწინდი კიდეც. ჩემი პირველი შვილის დედამ ოთხშაბათს დაქორწინება მოინდომა და პარასკევს უკვე ჯვარი დავიწერეთ. ყოველთვის კონტრპროდუქტიულად მიმაჩნდა ამ სფეროში რაიმე სტრატეგიის, განსაზღვრული წინაპირობების გათვალისწინება. თუ საკუთარი თავის ინდივიდუალურად შეცნობა რთულია, წყვილისთვის სირთულე ორმაგდება. ამიტომ, თუ იტყვი: „მე მომწონს ადამიანი, რომელიც ასეთი და ასეთია“, შენ შეიძლება დაკარგო იმის შანსი, რომ შეხვდე ადამიანს, რომელიც მართლა შეგეფერება.

 

-საკუთარ ცხოვრებაში რამეს ნანობ?

 

-არაფერი მახსენდება. დარწმუნებული ვარ, რაღაც იქნება, მაგრამ ჩემი გონება არ მაძლევს გახსენების საშუალებას. როცა შენს ცხოვრებას რეტროსპექტულად უყურებ, იშვიათად ნანობ ისეთ რაღაცებს, რაც გაგიკეთებია, უფრო იმაზე სწუხხარ, რომ რაღაცები არ გააკეთე.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !