რამდენ ადამიანს დაატოვებინებს პოსტს გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი

Image

„ალიას“ ინფორმაციით, ლარის გაუფასურება  ეკონომიკური ბლოკის რამდენიმე გავლენიან ჩინოვნიკს შეიწირავს.

 

ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისგან გამოსაყვანად მუშავდება ახალი სისტემა, რომელიც ჯერ მხოლოდ მონახაზშია.

 

„სანდო წყაროს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული არაფერი ხდებაო, ძალიან გაბრაზებული ყოფილა იმაზე, რომ სისტემა არ მუშაობს.

 

მისივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე სანდო ადამიანი ჰყოლია, რომლებიც უმრავლესობასა და აღმასრულებელ გუნდს აკონტროლებენ და დავალებულ აქვთ, რომ ივანიშვილთან მიიტანონ რეალური ინფორმაციები. რამდენიმე მაკონტროლებლისგან ივანიშვილმა მიიღო ერთი და იგივე ინფორმაცია, რომ მთავრობაში მოკალათებულია ინიციატივას მოკლებული გუნდი, რეალურად, სხვა საქმეებით არიან დაკავებული, ყველაფერი გაჩერებულიაო...

 

ბოლოს ივანიშვილს საკუთარი დეიდაშვილისთვის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილისთვის დაუძახია და უკითხავს, შენ როგორ აფასებ არსებულ მდგომარეობასო და მასაც იგივე სურათი აღუწერია, - ესენი არაფერს არ აკეთებენო...

 

ბიძინა ივანიშვილი კერძო საუბრებში თურმე ამბობს, რომ თუკი არ შეიცვალა მმართველობის სისტემა, 2016 წელს მისი გუნდი არჩევნებს წააგებს.

 

მოკლედ, წყაროს მტკიცებით, ივანიშვილი არ არის კმაყოფილი არსებული გუნდით, არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სერიოზულ სვლაზე ფიქრობს. უმრავლესობა, რომელიც, ფაქტობრივად, გია ვოლსკისა და მანანა კობახიძის იმედადღა დარჩა, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ვეღარ უძლებს.

 

ასე რომ, უახლოეს დღეებში მოედნის გასუფთავება იწყება, ამ პროცესს კი რამდენიმე ფიგურანტი შეეწირება, მათ შორის, ალბათ, ნოდარ ხადურიც, რომელმაც ქვეყანა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად წარმოუდგენელ კრიზისამდე მიიყვანა - ლარი ასეთი გაუფასურებული ბოლო რამდენიმე წელია, არავის ახსოვს, - წერს „ალია“  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !