ღარიბაშვილი შეხვედრებს მართავს, ვალუტის ჯიხურებში დოლარი აღარ იყიდება

Image

ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.



ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი და ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად, საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს.


,,კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან გამართა.

 


სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟი უარყოფითად აისახება პროცესზე, ამიტომ მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლარის კურსის არსებული მერყეობა სტაბილური ვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში ჯდება. ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის კურსი გამყარებულია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ, რაც თავისთავად აისახება ლარი/დოლარის კურსზე.

 


საქართველოს ხელისუფლება ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას, შესაბამისად, ფინანსურ სტაბილურობას და ლარის კურსს გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

ამ დროისათვის ერთი დოლარის ღირებულება  2.20 ლარამდე გაიზარდა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს აღარ ყიდიან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?