-
2014-12-05 13:42
მართვის მოწმობის აღების ახალ წესებთან დაკავშირებით შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განცხადებას საოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,'მართვის მოწმობებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ზოგიერთი მედია საშუალების მიერ. მომსახურების სააგენტომ არაერთი განცხადება გააკეთა და პრეზენტაციებიც გამართა თბილისსა და რეგიონებშიც. ახალი ბილეთები რომელიც 15 დეკემბრიდან შემოდის გართულებული არ არის!
ახალ 3 დე ბილეთებში, რომელიც ძალაში 15 დეკემბრიდან შევა დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა.
არ იცვლება კითხვების შინაარსი, რადგან არ შეცვლილა საგზაო მოძრაობის წესები, ასევე არაა გაზრდილი ბილეთების რაოდენობა.
თეორიული გამოცდის15 დეკემბრამდე ჩაბარების არანაირი აუცილებლობა არ არის !''-წერს ნინო გიორგობიანი.