The Economist: ალასანიას გათავისუფლება კრემლს ესიამოვნა...ივანიშვილს კი პუტინის ეშინია

Image

ირაკლი ალასანიას საჯაროდ გათავისუფლება ესიამოვნა კრემლს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამერიკის აგენტად მიიჩნევდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist-ის სტატიაშია ნათქვამი.


როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, ,,ქართულ ოცნებაში", რომელიც ერთადერთი მიზნის - მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის დასამხობად იყო შექმნილი, ბზარები ფართოვდება. სტატიის ავტორს მაგალითად მოჰყავს გასულ თვეს ირაკლი ალასანიას გათავისუფლება, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. 

 


როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბატონი ივანიშვილი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან ის იდგა. 
,,ამბობენ, ბატონ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და იქიდან ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ წავიდა, რუსეთის ლიდერის ეშინია. როგორც ჩანს, ის წელავს დროს იმ იმედით, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებას მიაღწევს ამერიკასთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალ პოზიციას", - ნათქვამია სტატიაში. 

 

,,ის, რაც ბატონ ივანიშვილსა და ბატონ პუტინს აერთიანებს, წინა ხელისუფლების ზიზღია. ბატონი სააკაშვილი დაპატიმრების შიშით ვერ ბრუნდება საქართველოში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ციხეშია. კახა ბენდუქიძე, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ქართული ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის, ცოტა ხნის წინ ლონდონში გარდაიცვალა და სამშობლოში დაბრუნების ეშინოდა. ეს ჩამონათვალი გრძელდება. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ავტორიტარული სისტემისკენ მიდის. ქვეყანაში არის თავისუფალი მედია და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, რისი ნაკლებობაც იყოს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. როგორც ბატონი ბენდუქიძე ხშირად ამბობდა: "საქართველომ დემოკრატიისკენ გადადგა ნაბიჯი, თუმცა ზოგჯერ როდესაც ნაბიჯს დგამ წინ, შესაძლოა ფეხი ქაქში ჩაყო", - ნათქვამია სტატიაში. 

 

როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ამ დრომდე ნაცვლად რეფორმებისა, საქართველოს ახალი მთავრობა როგორც ჩანს, საპირისპირო მიმართულებით მიდის და მიხეილ სააკაშვილის ბევრ შეცდომას იმეორებს. ავტორთა განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის დროის უაზრო აკრძალვები შემოიღო და უცხოელებზე მიწების გაყიდვა აკრძალა. 

 

,,სამართლიანად აკრიტიკებდა რა მიხეილ სააკაშვილის მთავრობას გადამეტებული სამართლებრივი დევნისა და მკაცრი პოლიტიკისთვის, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება თავადაც ეწევა პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების განმტკიცებას. ცოტა ხნის წინ ბატონმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი უსაფრთხოების სამსახურები ქვეყნის წარმატების, პროგრესისა და განვითარების საწინდარია. პარლამენტმა კი მიიღო კანონი, რომელიც შსს-ს მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლებას უტოვებს", - ნათქვამია სტატიაში. 

 

როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ,,ქართული ოცნების" პოპულარობა 70 პროცენტიდან 40%-მდე შემცირდა. თუმცა, ავტორთა თქმით, პოპულარობის შემცირება არ ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" ან სხვა რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გაზრდას.

 

 
,,ეს ქმნის ძალაუფლებისა და ლეგიტიმურობის სახიფათო და ადვილად ფეთქებად ვაკუუმს", - ნათქვამია სტატიაში. 

 

მოამზადა ,,იპნ"-მ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !