-
2014-12-05 13:22
ვიცე-პრემიერ-მინისტრი კახი კალაძე ფიქრობს, რომ ლარის მაჩვენებლის ცვლილება რეგიონში არსებულ ვითარებას უკავშირდება. კალაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის ცვლილება საგანგაშო არ არის.
„შეხედეთ, რა ხდება რეგიონში. თურქული ლირა უფასურდება, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და რუბლის ნიშნული ეცემა, დოლარი მყარდება. რაც საქართველოში ხდება, ეს არ არის საგანგაშო,“ - აცხადებს კახი კალაძე.
საქართველოში მოქმედი ბანკების ნაწილი ერთ აშშ დოლარს უკვე 2 ლარად ყიდის. ,,საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი 2.01 ლარია, ყიდვის – 1.93. ,, თიბისი ბანკში" კი – 1 კურსი 2.0 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 1.92 ლარს შეადგენს.
,,ლიბერთი ბანკში" – 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,91 ლარი.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 1,89 ლარს შეადგენს.