
"აფხაზეთის ხმამ" თვითმხილველმა ექსკლუზიურად მიაწოდა თბილისში, ბარათაშვილის ხიდსა და მშვიდობის ხიდს შორის მონაკვეთში გადაღებული ფოტო, სადაც ასახულია, როგორ ამოჰყავთ მაშველებს მამაკაცი მდინარიდან.
თვითმხილველის თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვარში გადახტა. რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ მაშველები და მამაკაცი ნავზე აიყვანეს.