„კანონიერი ქურდი“ ვარ, ჰაერში აგწევ და ისე ჩამოგათრევ კოდორში“

Image

ასე დაემუქრა მზარ კვიციანის დისშვილი, ბაჩო არღვლიანი „ქრონიკა +“-ის რედაქტორს.

 

 

„მე ვმუშაობ კოდორის ხეობის თემაზე. პოლიციის პოლკოვნიკმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას კოდორში, ინტერვიუში თქვა, რომ ბაჩო არღვლიანი, რომელიც წესით მოსისხლე მტერი უნდა იყოს  აფხაზების, დღეს კოდორის ხეობაში ცხოვრობს მშვიდად აფხაზების და რუსების გვერდით და  ერთობლივი ბიზნესით არის დაკავებული.

 

ამის შემდგომ „ფეისბუქში“ დავწერე, რომ ბაჩო არღვლიანი ნამდვილად კოდორში ცხოვრობს-თქო? ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა კომენტარი. დადასტურდა, რომ ნამდვილად კოდორის ხეობაში ცხოვრობს არღვლიანი.

 

იქვე ერთ -ერთმა მომხმარებელმა მთხოვა დამეწერა ჩემი ნომერი და ის გამარკვევდა სხვა დეტალებში. ჩემი ტელეფონი საჯაროა, გაზეთსაც აწერია და იქვე დავუწერე და ამის მერე, დაახლოებით 10 წუთში მან დამირეკა.

 

არღვლიანის მხრიდან ჰქონდა მუქარას ადგილი. მან მითხრა, რომ ჰაერში ამწევს და ისე ჩამათრევს კოდორში. და მითხრა, რომ რა ჩემი საქმეა სად ცხოვრობს არღვლიანი და რა საქმიანობით არის ის დაკავებული... საუბარში ნ დამიდასტურა, რომ ის არის ე.წ. კანონიერი ქურდი.

 

მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის კრიმინალური ავტორიტეტი არ არის. მისი შეჩერება მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ, მეორე ე.წ. კანონიერი ქურდის ზაზა ჯაჭვლიანის მიერ და უბრალოდ ის , როცა პრეტენზიები აქვთ ხოლმე მასთან, ყოველთვის ყველას იბარებს კოდორის ხეობაში და არც ერთხელ კოდორის ხეობის გარეთ ე.წ. „სხოდკაზე“ არ ყოფილა“,- განაცხადა ელისო კილაძემ „პირველ რადიოსთან“.

 

მისი თქმით, მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებულია ნომერი , საიდანაც დაუკავშირდა არღვლიანი და ასევე საუბრის ჩანაწერიც. კილაძე აპირებს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს იმ მუქარის გამო, რომელიც მისი მისამართით განხორციელდა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !