„ბოზი თამუნას“ როლმა პრობლემები შემიქმნა

Image

როგორც მსახიობი, ხატია ბრაჭული ამბობს, საზოგადოება მის მიერ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებულ როლთან აიგივებს.

 

 

„ისე თამამად ვეღარ გამოვდივარ გარეთ, თავდახრილი, მორიდებით დავდივარ. ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. სერიალიდან ძალიან ცნობილი გახდა ბაქარის ფრაზები: „შოკოლადი გიყვარს?“ „გევიხადო?“ .. და ამ ფრაზების შემოძახილია.

 

მეღიმება ხოლმე, მაგრამ რაღაც მომენტში, ცოტა გული მწყდება. ეს სერიალი რეალურ ცხოვრებაზეა და რასაც მე ვთამაშობ, მტკივნეული და დრამატულია. ადამიანები ვერ ხედავენ, რომ მსახიობი ვარ და კონკრეტულ პერსონაჟს ვასახიერებ. რა უნდა ასწავლო პატარა ბიჭებს, როცა უფროსი ასაკის, ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებიც, წესით ჯანსაღად უნდა აზროვნებდნენ, იმავეს გამოხატავენ?

 

ცოტა ხნის წინ სუპერმარკეტის კონსულტანტმა, 40 წლის კაცმა, პირდაპირ მკითხა, თქვენ ცხოვრებაშიც ასეთი ხართო? სახე შემეცვალა, ვკითხე, ასეთ ადამიანს ვგავარ-მეთქი? სცადა გამოესწორებინა და თქვა, მე და ჩემს შვილს განსაკუთრებით თქვენი გმირი გვიყვარსო და ხომ არ გადმოგაქვთ პერსონაჟის ხასიათიო.

 

აღარაფერი ვუთხარი, აზრი არ აქვს ასეთ ადამიანებს რამე აუხსნა. ეს არის დაბალი დონის, გაუნათლებლობის მაჩვენებელი. ეს გმირი, თამუნა, დრამატული პერსონაჟია. ჩვენს რეალობაში ასეთი ადამიანები არსებობენ და მათ მიმართ თანაგრძნობის, სოლიდარობის გრძნობა უნდა გაგვიჩნდეს და არა - დაცინვის“, - აცხადებს მსახიობი.

„სარკე“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !