გარდაცვლილი პატიმრის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

Image

სახალხო დამცველი ქსნის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი. 

 

 

,,საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, შეტყობინების მიღების საფუძველზე, 2014 წლის 25–26 ნოემბრის ღამეს ვიზიტი განახორციელეს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში, პატიმარ ა.ჭ. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. გარდაცვალების ანამნეზის მიხედვით, მსჯავრდებული საკანში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყელის არეში, უფრო მეტად მარჯვნივ აღენიშნებოდა სტრანგულაციური ნაჭდევი, საძილე არტერიებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა, გულის ტონები არ ისმინებოდა, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 20:40 საათზე, სავარაუდო DS ასფიქსია. არ ფიქსირდება #15 დაწესებულებაში მედიკამენტების მიღების ფაქტიც.

 

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ გვამის დათვალიერების დროს გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებ(ებ)ის კვალი, გარდა ყელის არეში დაფიქსირებული დაზიანებისა. ასევე დააფიქსირეს ზედა კიდურებზე და მუცლის არეში ძველი მრავლობითი თვითდაზიანებების კვალი. 

 


საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე, დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მოთავსებისას ექიმისთვის რაიმე სახის ჩივილებით მსჯავრდებულს არ მიუმართავს. თუმცა, მსჯავრდებულ ა.ჭ.–ს სამედიცინო ბარათის მიხედვით, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ყოფნის (2014 წლის 1 მარტიდან 15 ოქტომბრამდე) პერიოდში, მსჯავრდებული გადიოდა მკურნალობას, მათ შორის, გაწეული აქვს ექიმ–ფსიქიატრის კონსულტაციები 2014 წლის ივნისი–ივლისის თვეში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის დეტალების შესწავლას და დამატებითი მასალების მოძიების შემდგომ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის ორგანოებს და საზოგადოებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !