ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა პარლამენტში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
უმცირესობამ ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. მათ განმარტეს, რომ დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მაშინ მისცა სიტყვა კობახიძემ, როდესაც რეგლამენტი გათვალისწინებული იყო დავით დარჩიაშვილის გამოსვლა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები, კერძოდ გიგი წერეთელი და ხათუნა გოგორიშვილი პროცედურებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა პარლამენტრის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მათ ამის შესაძლებობა არ მისცა.
პროტესტი უმცირესობაში მაგიდაზე ხელის დარტყმით გამოხატეს.