სააკაშვილი: "ივანიშვილის ზვიგენი როა - ჩაყრის იქ თავის ბავშვებს მარტო ან ჩახტება თვითონ? იგივე ზვიგენია რუსეთი..."

Image

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთი ბიძინა ივანიშვილის ზვიგენს შეადარა და განაცხადა, რომ ამ ზვიგენთან ერთად საქართველო წლების განმავლობაში ცურავდა.

 

"ზვიგენი რომ ჰყავს იქ ივანიშვილს... ჩაუყრის თავის შვილებს მარტო ან ჩახტება თვითონ? იგივე ზვიგენია რუსეთი... ამ ზვიგენთან ერთად ვცურავდით ჩვენ წლების განმავლობაში და ამ ზვიგენმა ხან ერთი ნაწილი მოგვაჭამა, ხან მეორე..." - განაცხადა "არჩევანის" ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

 

სააკაშვილის თქმით, ადრინდელი საგარეო პოლიტიკა რომ შენარჩუნებულიყო, ახლა რუსეთს ის ყველაფერი, რაც ხდება აფხაზეთში, დაუჯდებოდა ზალიან ძვირად, სანქციების თვალსაზრისით. მისივე თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ხალხის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებას. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მან წამოიწყო ლაზიკის პორტის მშენებლობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში დაბლოკა. "ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა დაბლოკა ჩვენი პროაქტიური პოლიტიკა, რითაც აფხაზები უნდა მოგვეზიდა. ახლა რით აპირებენ მოზიდვას? ჩადით, ნახეთ ანაკლიაში, კარკასები და ჩონჩხებია დარჩენილი, მაშინ როცა სულ რაღაც 18 თვე რომ დაგვცლოდა, იქ გაკეთდებოდა ისეთი სასწაული, როგორიც არ ყოფილა აქამდე...".

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დაკითხვაზე დაბარებულ მის ყოფილ პირად ოპერატორს დაუსვეს შეკითხვები 2008 წლის 8 აგვისტოს უშიშროების სხდომის შესახებ, სადაც მისგან აინტერესებდათ, როგორ ვსახავდით ჩვენ ოსი ხალხის ამოხოცვის გეგმას. ეს არის ის დრო, როცა ანწუხელიძეს ვერ აჩოქებდნენ ცხინვალში, ეს არის ის დრო, როცა ჩვენ ჩამოვყარეთ რუსული თვითმფრინავები, როცა რუსი გენერალი ხრულიოვი დაჭრეს ჩვენმა ბიჭებმა... თურმე ამ დროს ჩვენ ვისხედით და ოსების გენოციდს ვაწყობდით...", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა: "ამას მოჰყვა დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადება, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრავენ საქმეს და ამას მოჰყვა განცხადებები და გაფრთხილება ლიტვის პრეზიდენტის გრიბაუსკაიტეს წინააღმდეგ, რომ ის სააკაშვილის ბედს გაიზიარებს..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !